Puma-მ „გედების ტბით“ შთაგონებული კოლექცია გამოუშვა. ფოტოსესიაში ნიუ-იორკის საბალეტო დასის მოცეკვავეებმა და კაილი ჯენერმა მიიღეს მონაწილეობა.
19 წლის მოდელმა Puma Swan-ის გადაღებისთვის ბალერინას იმიჯი მოირგო. კოლექცია უმეტესად შავი და თეთრი ფერისგან შედგება.
ახალი სარეკლამო კამპანია გლობალური პროექტის Do you-ს გაგრძელებაა. მასში წინა წელს რიანამ მიიღო მონაწილეობა. აქციის მიზანია ქალებს ოცნებების ასრულებისთვის ბრძოლის მოტივაცია მისცეს.