სტილი დროებით ბატონობს მოდის სფეროში. ტენდენციები საზოგადოების მოთხოვნილებებთან ერთად იცვლება, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშნელოვნად ახდენს ზეგავლენას. XXI საუკუნეში მოდის ინდუსტრიამ დიდი ცვლილება განიცადა, წლების მანძილზე განსხვავებული და ორიგინალური ელემენტების შერწყმით ვითარდებოდა.
მოდის პრინციპი სიახლისკენ სწრაფვაა, თუმცა, ტენდენცია, რომელიც გარკვეულ პერიოდში მკვიდრდება, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ხშირად ისევ აქტუალური ხდება. ამის ნათელი მაგალითი კი ლუი ვიტონის ახალი სვიტერია, რომელსაც საზოგადოება 90-იანი წლების სამოსთან აიგივებს.
ბრენდის ახალი სვიტერის ფასი 8,000 ამერიკული დოლარია.