ცნობილი ქართველი დიზაინერი - ანუკი არეშიძე მიუხედავად პანდემიური ვითარებისა, აქტიურად აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და ამჯერად 2021 წლის წინასაშემოდგომო კოლექციას წარმოგვიდგენს, რომელსაც ვერცერთი ქალბატონი დატოვებს უყურადღებოდ.
მონოტონური ორეულები, ვინტაჟური დეტალები, ტყავის დიზაინი და სულ მცირე დოზით მამაკაცურობა - სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ახალი კოლექცია, რომლის სრულად ნახვა მომხმარებელს ონლაინ ჩანაწერის სახით შეეძლო.