მაშინ როცა ანუკი არეშიძის დიზაინით შემქნილი სამოსი ყელა ქალბატონისთვის სასურველი შენაძენია, თავად დიზაინერსაც აქვს შერჩეული ადგილები, საიდანაც ოჯახის წევრებისთვის სამოსს დიდი სიამოვნებით უკვეთავს. ახალგაზრდა ლამაზმანმა და ოთხი შვილის დედამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში რამდენიმე ოჯახური კადრი გამოაქვეყნა და აქცენტი სწორედ სამოსზე შეაჩერა.
როგორც აღმოჩნდა, ანუკის არჩევანი Farfetch-ის ცნობილი ვებგვერდია, რომელზეც მსოფლიოში განთქმული დიზაინერების სამოსია ხემისაწვდომი.
"ჩემი ბიჭები ისე სწრაფად იზრდებიან.. სწორედ Farfetch-ი მაძლევს საშუალებას რომ მათი გარდერობი პერიოდულად განვაახლო,"- დაწერა ანუკიმ.
ხოლო რაც შეეხება დაინტერესებულ პირებს, საიტზე ხშირად გვხვდება ფასდაკლებებიც, მაგალითად, მოდური სვიტერი დათუნიის გამოსახულებით, რომელიც ანუკის თაიმლაინზე ჩანს, ახლა 180 $-ის ნაცვლად 160 $ ღირს.