შეგახსენებთ, რომ გასული კვირა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი იყო, დიზაინერებმა 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურის კოლექცია წარადგინეს. ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო კი ფენდის ჩვენება იყო, რომელზეც კიმ ჯონსის, როგორც ბრენდის ქალის ხაზის ახალი კრეატიული დირექტორის, დებიუტი შედგა.
ჩვენებაზე 90-იანების საკულტო სუპერმოდელებთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდიც გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ბელასთვის აღნიშნული ჩვენება 2021 წელს პირველი იყო. მორგებებზე მიმავალი ვარსკვლავი არაერთხელ მოექცა პაპარაცების ობიექტივში.
ახალგაზრდა მოდელი ვინტაჟური სტილითაა მოხიბლული და მისი ლუქი ხშირად არის 90-იანების სამოსით ინსპირირებული.
ბელასთვის ზამთრის სეზონზე განუყოფელი აქსესუარი ხელთათმანებია, რომლებსაც ვარსკვლავი ყოველთვის გემოვნებიანად უხამებს საკუთარ ჩაცმულობას.