45 წლის იტალიელმა დიზაინერმა ჯამბატისტა ვალიმ ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიური კოლექცია წარადგინა.
"ზოგჯერ ვუყურებ ოტ კუტიურის სახლებს და ვხედავ ძალიან ბევრ დეკორაციას. სივრცის შენება და მისი გაფორმება ერთმანეთისგან განსხვავდება, კუტიური კი დეკორაცია არაა. როდესაც ქმნი ready-to-wear კოლექციას აუცილებელია იყო დიზაინერი, თუმცა როდესაც ქმნი ოტ კუტიურს, უნდა იყო სკულპტორი.
კოლექციაში სჭარბობს განსხვავებული ფერები და ჭრილები, მრავლადაა Grecian სტილის კაბები და გედის ფორმის ქსოვილები. ჯამბატისტამ კოლექციის პარალელურად მოდელების ვარცხნილობის ინსპირაციისთვის Benedetta Barzini-ისა და Marisa Berenson-ის 1960-იანი წლების არქივებიც გამოიყენა.
”ვცდილობ ყოველთვის მივყვე იმას, რასაც ქსოვილს გვთავაზობს, ეს კი მოცულობას გვაძლევს. ”