"ჩემი კაბების ჩასაცმელად ქალებს არ სჭირდებათ ივყნენ სრულყოფილები ან ლამაზები, სამოსი ყველაფერს თავად ქმნის."
ლეგენდარული დიზაინერი კრისტობალ ბალენსიაგა (1895-1972) საყოველთაოდ ცნობილია ნამუშევრების ინტენსიური სკულპტურული ხარისხითა და შემოქმედების სიმარტივით, მინიმალისტური დეტალებით, რომელიც მის სამოსს ინდივიდუალურობას მატებდა. "ფორმების ოსტატი", ფრანგ შემოქმედს ხშირად ასეც მიხსენიებენ, რადგან მისი სამოსი გენიალური პროპორციებით გამოირჩეოდა და ყურადღებას ყოველთვის მხრებისა და წელის ფორმებზე ამახვილებდა. დიზაინერის დაბადების დღეზე წარმოგიდგენთ მისი შემოქმედების საკულტო მომენტებს 10 ვინტაჟურ ფოტოში.