Burberry-ის კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ ბრენდის უახლესი PRE-FALL კოლექცია წარადგინა, რომლის ინსპირაციაც ტრადიციული ბრიტანული ჩაცმულობა გახდა, ბოტანიკის აბსტრაქტული პრინტები, კომუფლაჟი და დელიკატური სილუეტები ამ სამოსის ძირითადი მახასიათებლებია, რაც ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული ურთულესი ვითარების ჟამს ადამიანები ქალაქგარეთ საკუთარ ბაღებს დაუბრუნდნენ. დიზაინერის განცხადებით, ბარბერის უახლესი კოლექცია ბუნებრივი გარემოს, მის ანაბეჭდებს, ფერებსა და ტექსტურას ასახავს.