ჯიჯი ჰადიდმა საზოგადოებას განუცხადა, რომ საკუთარი ორსულობის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის თებერვალში, ტომ ფორდის ჩვენებაზე გასვლამდე ერთი დღით ადრე გაიგო, ამერიკელ მოდელს სოციალურ ქსელში გამომწერები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უამრავ კითხვას უსვამდნენ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა კი სიმონ პორტ ჟაკმუსის ჩვენებაზე იყო, რომლის ჩვენებაზეც, როგორც აღმოჩნდა ჯიჯი უკვე ორსულად იყო.
"ორსულობის შესახებ ტომ ფორდის ჩვენებამდე ერთი დღით ადრე გავიგე, გულისრევის შეგრძნება მქონდა და სულ მშიოდა, დედას ყოველი შოუს წინ ჩემთვის წასახემსებლები მოჰქონდა."
ჯიჯი ტომ ფორდის ჩვენებაზე, 2020 წელს