სხეულის ხელოვნური საფარველი, ტანსაცმელი, რომელიც თავდაპირველად ადამიანმა კლიმატისგან დასაცავად შექმნა, დღეს უამრავი ადამიანისთვის პიროვნული მახასიათებლისა და საკუთარი ხასიათის გამომხატველია.
სტილი დროებით ბატონობს მოდის სფეროში. ტენდენციები საზოგადოების მოთხოვნილებებთან ერთად იცვლება, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშნელოვნად ახდენს ზეგავლენას. XXI საუკუნეში მოდის ინდუსტრიამ დიდი ცვლილება განიცადა, წლების მანძილზე განსხვავებული და ორიგინალური ელემენტების შერწყმით ვითარდებოდა.
მოდის პრინციპი სიახლისკენ სწრაფვაა, თუმცა, ტენდენცია, რომელიც გარკვეულ პერიოდში მკვიდრდება, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ხშირად ისევ აქტუალური ხდება. მაგალითად, 90-იან წლებში გავრცელებული ანგორას სქელი სვიტერები, ჯინსის მაღალწელიანი შარვლები, ტყავის პალტოები და რამდენიმე ზომით დიდი და უფორმო, ჭრელი სპორტული ქურთუკები, დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
მოდის ტენდენციები უმეტეს შემთხვევაში დიდხანს არ გრძელდება, მისი მიზანი სიახლისკენ სწრაფვაა, საზოგადოება მოდის ტენდენციებს მიჰყვება, თუმცა სტილი მხოლოდ მოდით არ იქმნება, ის თითოეული ადამიანის პიროვნული მახასიათებელია, ამიტომაც მოდა საზოგადოების ინტერესების განვითარებასთან და მოთხოვნილებებთან ერთად იცვლება და ვითარდება.
წარმოგიდგენთ 90-იანი წლების ტრენდულ სამოსს, რომლებიც 2021 წელსაც მოდაშია.
ვარსკვლავები, რომლებიც ვინტაჟური სტილის სამოსს დღესაც ძალიან ხშირად ირგებენ