გზა, რომელიც 24 წლის ამერიკელმა მსახიობმა წარმატების მისაღწევად განვლო - მრავალფეროვანი, შრომატევადი და მოულოდნელობებით სავსეა. მას შემდეგ, რაც 14 წლის ზენდეია პირველად გამოჩნდა ეკრანზე, მსახიობობის პარალელურად წლების განმავლობაში სხვა საქმიანობებითაც კავდებოდა, მან გამოუშვა ალბომი, დაწერა წიგნი, შექმნა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი და მარველის კინემატიკურ სამყაროს შეუერთდა.
ზენდეიამ HBO-ს სატელევიზიო სერიალში Euphoria შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში პირველი „ემი“ მოიპოვა და გახდა ყველაზე ახალგზარდა მსახიობი, რომელმაც მსგავი ჯილდო მიიღო. ჰოლივუდის ვარსკვლავის ტიტულის მისაღებად ზენდეიამ ძალიან ბევრი იშრომა. მისი დებიუტი ეკრანზე პირველად 14 წლის ასაკში დისნეის სატელევიზიო სერიალ Shake It Up-ში შედგა.
მუსიკალურ საქმიანობაში წინსვლის პარალელურად ზენდეიამ მოდის ინდუსტრიაშიც მიაღწია წარმატებას, მან ტანსაცმლის საკუთარი ხაზი Daya by Zendaya შექმნა, 2018 წელს კი ფრანგული ბრენდის Lancome-ის ამბასადორი გახდა.
წარმოგიდგენთ შემსრულებლის 10 გამორჩეულ ჩაცმულობას, რომელიც წითელ ხალიჩაზე მოირგო.
სამოსი: Michael Kors
სამოსი: Calvin Klein
სამოსი: Michael Kors
სამოსი: Dolce & Gabbana
სამოსი: Zuhair Murad
სამოსი: Moschino
სამოსი: Versace
სამოსი: Ralph and Russo
სამოსი: August Getty
სამოსი: Nina Ricci