25 წლის ამერიკელმა მსახიობმა ტიმოთი შალამემ საყოველთაო აღიარება უნიკალური შესრულებით, ყველასგან განსხვავებული გარეგნობითა და გამორჩეული პიროვნული მახასიათებლებით მოიპოვა. ის არის არტისტი, რომელიც პროფესიული კუთხით გამუდმებით იზრდება და ყალიბდება. ტიმოთის სამსახიობო კარიერა 2018 წლის შემდგომ რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ბოლო 80 წლის განმავლობაში “ოსკარის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში იყო ნომინირებული. Call Me By Your Name გახდა ფილმი და მსახიობის პირველი მთავარი როლი, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა კულტურული აღფრთოვანების ობიექტად აქცია.მის გარეგნობაში იგრძნობა “რომანტიკული სილამაზე”, ტიმოთის შეუძლია იყოს დახვეწილი მანერების მქონდე არისტოკრატი, ამავდროულად კი ითამაშოს მავნე თვისებების მქონე უტაქტო ადამიანი. მასში იგრძნობა კონტრასტი, ერთგვარი კვეთა ახალგაზრდულ თავისებურებებსა და გამოცდილი ადამიანის თვისებებს შორის, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მსახიობი სხვებისგან ასე გამორჩეულია - ექსპერიმენტული სტილია, მისი მიდრეკილება ახალი ბრენდებისკენ ყოველთვის საინტერესო, გემოვნებიანი და მოდური არჩევანით სრულდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტიმოთის არ ჰყავს პირადი სტილისტი, რაც მის გარეგნობას კიდევ უფრო მეტად გამორჩეულს ხდის. ტიმოთი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, მაგალითად, როდესაც ახალგაზრდა შემსრულებელმა „ვენეციის კინოფესტივალზე“ ჰაიდერ აკერმანის სამოსი ჩაიცვა, დიზაინერის პოპულარობა ინტერნეტში საგრძნობლად გაიზარდა.
ტიმოთი შალამე მამაკაცის მრავალფეროვანი სამოსის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ვარსკვლავი ყოველთვის პოულობდა ზღვარს ტრადიციულ „მასკულინურ ნორმებსა“ და ფემინურობას შორის. ტიმოთი 2019 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებას „ლუი ვიტონის“ სამოსით დაესწრო, როდესაც სხვები ცერემონიაზე ტრადიციული სმოკინგებით მივიდნენ. ახალგაზრდა ვარსკვლავს შეუძლია ერთ დღეს სპორტული ტანსაცმლით შემოსვა გადაწყვიტოს, ხოლო მეორე დღეს ფლორალური პრინტით გაფორმებული სამოსით გამოჩნდეს. თუ “მამაკაცების მოდა” წითელ ხალიჩაზე „ჩვეულებრივი ასიმილაციაა“, ტიმოთი შალამე არის ადამიანი, რომელსაც სურს გააკეთოს ის, რაც ყველასგან განსხვავდება. ეს ყოველივე კი გამოხატვის თავისუფლების სურვილზე მიუთითებს.
წარმოგიდგენთ შემსრულებლის 10 ყველაზე გამორჩეულ მოდურ მომენტს წითელი ხალიჩიდან
სამოსი: Haider Ackermann
სამოსი: Haider Ackermann
სამოსი: Alexander McQueen
სამოსი: Stella McCartney
სამოსი: Alexander McQueen
სამოსი: Louis Vuitton
სამოსი: Haider Ackermann
სამოსი: Sterling Ruby
სამოსი: Louis Vuitton
სამოსი: Haider Ackermann