მილა იოვოვიჩის 13 წლის ქალიშვილი - ევერ გაბო ანდერსონი მოდისა და კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავია. ჯერ კიდევ გასულ ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გოგონა Moschino-ს უახლეს კამპანიაში იღებდა მონაწილეობას, ახლა კი, სოციალურ ქსელებში ფაქტობრივად ვირუსულად ვრცელდება ჯერემი სკოტის დიზაინებში გამოწყობილი გოგონას ფოტოები: