ირინა შეიკი Schutz-ის უახლესი კამპანიის სახე გახდა, რომლის ფარგლებშიც მან 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოირგო. კადრები სოციალურ ქსელებში ახალი წლის დადგომამდე უკვე გავრცელდა და მოდურ წრეებში დიდი გამოხმაურებაც ჰპოვა, რადგან სამოსი, რომლითაც ვარსკვლავი პოზირებს ერთგვარი მანიშნებელია იმისა, თუ რა ტენდენციები იქნება აქტუალური 2021 წელს.