უმაღლესი ხარისხის, განსხვავებული და დახვეწილი დიზაინის მქონე კომფორტული ტანისამოსის ბრენდი “Retrokids” თავის მომხმარებლებს მრავალ სიახლეს ჰპირდება. აქ ყველა ფაქტორი, რასაც მშობლები თავიანთი შვილის ტანისამოსის შერჩევისას აქცევენ ყურადღებას, გათვალისწინებულია. OK! პირადად გაესაუბრა 60-ანი წლების ინსპირაციით შექმნილი ბრენდის “Retrokids”-ის დამფუძნებელს ეკა კახიძეს.
გვიამბეთ “Retrokids” დაარსების ისტორია.
ბავშვთა ტანსაცმლის ბრენდის “Retrokids”-ის დაარსების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დედა გავხდი. მინდოდა, ჩემი შვილისთვის შემეძინა კლასიკური სტილის, ხარისხიანი და გემოვნებიანი სამოსი, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ქართულ ბაზარზე, ამიტომ თავიდან მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვქმნიდი ესკიზებს, რაც შემდგომ ინსპირაციის წყაროდ იქცა. გადავწყვიტე, შემექმნა ახალი ხაზი ბავშვებისთვის, რომელიც ერთდროულად ამ სტილის მკაცრი ელემენტებით გამოხატული და ამავდროულად ბავშვებისთვის კომფორტული იქნებოდა. სწორედ ასე შეიქმნა “Retrokids”.
რა სახის პროდუქციას სთავაზობს “Retrokids” მომხმარებლებს?
“Retrokids” მომხმარებლებს ამ ეტაპზე 4 წლამდე ასაკის ბავშვების ტანისამოსს სთავაზობს. მოდელები იქმნება როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგონებისთვის. ამ ასაკის პატარებისა და მათი მშობლებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვი ტანისამოსში კომფორტულად გრძნობდეს თავს, რადგან ამ დროს სწავლობენ ისინი სიარულს და ეცნობიან გარე სამყაროს. შესაბამისად, კოლექციაზე მუშაობის დროს ტანისამოსის კომფორტულობას სხვა დანარჩენ დეტალებთან ერთად ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
რა არის ის მთავარი ნიშა, რაც “Retrokids”-ს გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან?
“Retrokids”-ს აქვს მკვეთრად გამოხატული სტილი, რომლის ინსპირაციაც 60-ანი წლებია. ნატურალური ქსოვილი, პასტელური ფერები, კლასიკური, სადა, მაგრამ ამავდროულად ეფექტური ტანისამოსი - სწორედ ეს გამოარჩევს “Retrokids”-ს. ბრენდი ამ ეტაპზე 3 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მუშაობს და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მოდელის შექმნისას განსაკუთრებულ ყურადღებას ქსოვილს ვაქცევთ, რადგან უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ იგი იყოს ნატურალური.
სად შეუძლიათ მომხმარებლებს “Retrokids”-ის პროდუქციის შეძენა?
“Retrokids”-ის ტანისამოსის შეძენა ჩვენს მომხმარებლებს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე შეუძლიათ, ასევე ვთანამშრომლობთ ძალიან კარგ კომპანიასთან anovano.ge - სთან, სადაც ასევე შეძლებთ “Retrokids”-ის პროდუქციის შეძენას.
ბრენდის სამომავლო გეგმები.
როგორც უკვე აღვნიშნე, ბრენდი 2 თვეა, რაც გამოჩნდა ბაზარზე. პირველივე კოლექციის წარდგენიდან მის მიმართ ინტერესი იმატებს, ამიტომ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არ შევუშინდი და ახალ კოლექციაზე მუშაობა დავიწყე. დღეისთვის უკვე წარმოდგენილია სრულად ორი კოლექცია - საშემოდგომო და საახალწლო. უახლოეს მომავალში ჩაეშვება ჩვენი საიტი, სადაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მარტივად შეეძლებათ შეარჩიონ მათთვის სასურველი ნივთი ონლაინ და მიიღონ მათივე მითითებულ ლოკაციაზე. წინ მრავალი განსხვავებული კოლექცია გველოდება, სტარტაპი წინსვლას განაგრძობს. უახლოესი 1 წლის განმავლობაში ჯერ საქართველოს ბაზარზე დამკვიდრდება, შემდგომ 60-ანი წლების ინსპირაციით შექმნილი ბრენდი ქვეყნის ფარგლებსაც გასცდება.