“მოდა ხომ დროებითია, სტილი კი სამუდამო”.
YSL - ეს არის მოდასა და ხელოვნებას შორის შექმნილი სამარდჟამო დიალოგი, კულტურის ძახილი, რომელიც ფრანგული ოტ კუტიურის ფენომენალურობას და 1960-იანი წლების შემდგომ მოდაში უწყვეტ გავლენას აღნიშნავს. ეგზოტიკური ადგილებითა და ხელოვნების ნიმუშების შთაგონებით შექმნილი ივ სან ლორანის დამახასიათებელი და მარადიული სტილი, დამეთანხმებით, დღესაც ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყაროა. ცოტა დიზაინერს თუ შეუძლია დაიკვეხოს, რომ ქალის სამოსზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, როგორიც თავად ივ სან ლორანმა. ივი იყო შემოქმედი, რომელმაც ღირსშესანიშნავი ხედვით ქალის სამოსში რევოლუცია მოახდინა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული დიზაინერის ნაკლებად ცნობილ ფოტოებს, რომელზეც აღბეჭდლია როგორ მუშაობდა ფრანგი გენიოსი საკუთარ ატელიეში.