მოდა არის ის, რაზეც მუდმივად საუბრობენ და სხვადასხვა ასპექტში განიხილავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ქმნის თითოეული მცირე თუ მასშტაბური სახის დეტალი. Aphrodite Love 2020 წელს შექმნილი ბრენდია, რომელიც ყოველთვის ზრუნავს საზოგადოების ცხოვრებაში მოდური აქსესუარები შეიტანოს და გაულამაზოს ამით მას თითოეული დღე. OK! პირადად გაესაბრა Aphrodite Love-ის დამფუძნებელს ანამარია ცირცის.
გვიამბეთ თქვენი ბრენდის დაარსების ისტორია.
კარანტინის პერიოდში გადავწყვიტე იმ საქმიანობით დავკავებულიყავი, რომლის გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებდი. თავდაპირველად, დავიწყე ისეთი თავსაბურავების შექმნა, რომლებიც გამორჩეული იქნებოდა მრავალფუნქციურობით. როდესაც მათზე მოთხოვნილება გაიზარდა, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ე.წ. scrunch-ები, რაც აქამდე საქართველოში ნანახი არ მქონდა. ამას საზოგადოებაში დიდი ინტერესი და მოწონება მოჰყვა. მცირე დროში ბევრმა ადამიანმა გაგვიცნო. რაც შეეხება სახელს, მინდოდა ჩემს სამშობლოსთან, საბერძნეთთან, ყოფილიყო დაკავშირებული. არჩევანი Aphrodite-სა და Artemis-ს შორის გავაკეთე. იქიდან გამომდინარე, რომ Aphrodite სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი იყო ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, სწორედ იგი ავირჩიე.
რა სახის პროდუქციას სთავაზობს Aphrodite Love მომხმარებლებს?
Aphrodite Love მომხმარებლებს სთავაზობს ხელნაკეთ აქსესუარებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სეზონსა და დროს, რომ თავი იგრძნონ ლამაზად და ტრენდულად. მცირე დროში დაგვემატება რამდენიმე სახის აქსესუარი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი იხილავს ძალიან მალე.
სად შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი კოლექციის შეძენა?
მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის დათვალიერება და შეძენა ამ ეტაპზე ონლაინ Aphrodite Love-ის Facebook-ისა და Instagram გვერდების დახმარებით შეუძლიათ. უმოკლეს დროში ჩვენ მათ შევთავაზებთ ოფიციალურ ვებ-გვერდსაც.
გვესაუბრეთ Aphrodite Love-ის სამომავლო გეგმებზე.
სამომავლოდ ვგეგმავთ, ჩვენი პროდუქციის რამდენიმე ქვეყნისთვის გაცნობას. ამასთან დაკავშირებით უკვე გვაქვს გარკვეული შემოთავაზებები და უახლოეს მომავალში Aphrodite Love საქართველოს საზღვრებს გაცდება.