სხეულის ხელოვნური საფარველი, ტანსაცმელი, რომელიც თავდაპირველად ადამიანმა კლიმატისგან დასაცავად შექმნა, დღეს უამრავი ადამიანისთვის პიროვნული მახასიათებლისა და საკუთარი ხასიათის გამომხატველია.
მოდის პრინციპი სიახლისკენ სწრაფვაა, თუმცა, ტენდენცია, რომელიც გარკვეულ პერიოდში მკვიდრდება, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ხშირად ისევ აქტუალური ხდება. მაგალითად, 90-იან წლებში გავრცელებული ანგორას სქელი სვიტერები, ჯინსის მაღალწელიანი შარვლები, ტყავის პალტოები და რამდენიმე ზომით დიდი და უფორმო, ჭრელი სპორტული ქურთუკები, დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
მოდის ტენდენციები უმეტეს შემთხვევაში დიდხანს არ გრძელდება, მისი მიზანი სიახლისკენ სწრაფვაა, საზოგადოება მოდის ტენდენციებს მიჰყვება, თუმცა სტილი მხოლოდ მოდით არ იქმნება, ის თითოეული ადამიანის პიროვნული მახასიათებელია, ამიტომაც მოდა საზოგადოების ინტერესების განვითარებასთან და მოთხოვნილებებთან ერთად იცვლება და ვითარდება.
სტილი დროებით ბატონობს მოდის სფეროში. ტენდენციები საზოგადოების მოთხოვნილებებთან ერთად იცვლება, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშნელოვნად ახდენს ზეგავლენას. ჩაცმის სტილი, სამოსის ფერი, აქსესუარების ზომა და ფორმა, ეს ის დეტალებია, რომლებიც პიროვნების ხასიათს უსიტყვოდ აღწერს. არ აქვს მნიშვნელობა, ხშირად უყურებთ თუ არა მოდის ჩვენებებს, დაინტერესებულები ხართ თუ არა მაღალი მოდით, აკვირდებით თუ არა სეზონურ ტენდენციებს, საკუთარი ჩაცმულობა და პირადი იმიჯი თითქმის ყველა ადამიანს განსაკუთრებულად აინტერესებს.
წარმოგიდგენთ 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ტრენდულ აქსესუარებს
Victoria Beckham
Eudon Choi
Fendi
Etro
Bevza
Ulla Johnson
Eliou for Jason Wu
Ulla Johnson
Fendi