Piece of BBN - ეს არის ქალის თეთრეულის ქართული ბრენდი და მაღაზია, რომლის პროდუქციის 30%-იც საქართველოში იწარმოება.
Piece of BBN-ის დაფუძნების თავდაპირველი მიზანი იყო ისეთი რამ შეექმნათ, რომლის სინთეზიც ქართულ ბაზარზე ქალის თეთრეულის კუთხით არ იარსებებდა და ეს მიანიჭებდა უნიკალურობასა და უპირატესობას. მთავარი პირობა იყო - ყოფილიყო განსხვავებული და ხელმისაწვდომი. OK! Magazine Georgia Piece of BBN-ის დამფუძნებლებს ანა ლაცაბიძეს და ნატალია ქურდაძეს პირადად ესაუბრა, რომლებმაც თავად გვიამბეს ბრენდის დაფუძნების, განვითარების ეტაპებისა და სიახლეების შესახებ.
რა სირთულეებს წააწყდით ბრენდის შექმნის პროცესში?
ბრენდის შექმნის პროცესში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. პირველ ეტაპზე დავიწყეთ თეთრეულის მოძიება და შეძენა, სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც დაგვეხმარა საერთაშორისო ბაზრის შესწავლაში და იმის დანახვაში, თუ რა არის მოთხოვნადი და რას ანიჭებენ უპირატესობას. ამის შედეგად ჩამოგვიყალიბდა ხედვა, ქართველი მომხმარებლებისთვის როგორი ტიპის თეთრეულის მიწოდება შეგვეძლო.
გამოწვევები და სიახლეები
ერთ-ერთი გამოწვევა იყო კვალიფიციური მკერავთა გუნდის ჩამოყალიბება, რომლებიც თეთრეულის შექმნის პროცესს სრულყოფდნენ. არაერთ სამკერვალოსთან გვქონდა კომუნიკაცია, საბოლოოდ არჩევანი გამოცდილი ადამიანებისგან დაკომპლექტებულ გუნდზე შევაჩერეთ, რომლებიც თქვენთვის ქმნიან Piece of BBN-ის პროდუქციას. ამ ეტაპზე, Piece of BBN პროდუქციის 30% საქართველოში იწარმოება და ეს პროცენტი მზარდია.
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს Piece of BBN-მა გახსნა პირველი ოფიციალური მაღაზია მისამართზე: ი. აბაშიძის 43/9. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ნახონ და მოიზომონ მათთვის სასურველი პროდუქცია ადგილზე.
და ბოლოს...
ჩვენი საბოლოო მიზანია ვაწარმოოთ სრულად ქართული პროდუქტი და შევქმნათ პლატფორმა, სადაც მოხდება ჩვენი პროდუქტის რეალიზება. პლატფორმა არ იქნება სტანდარტული და გვექნება ორი ისეთი ინსტრუმენტი, რომლის ანალოგი საქართველოში არ გვხვდება. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ აღნიშნულ პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო ინოვაციურ პროდუქციას შევთავაზებთ.