FRANCO FONTANA და 18K PRECIOUS CRAFTS კვლავ განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს საზოგადოებას. ორივე მაღაზიათა ქსელმა გადაწყვიტა ნაადრევად დაიწყოს მომხმარებლების გახარება და 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ სრულ კოლექციაზე, მათ შორის ახალმიღებულ მოდელებზე, რომელიც სულ ახლა მიიღო FRANCO FONTANA-სა და 18K PRECIOUS CRAFTS-ის მაღაზიათა ქსელებმა. გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბრილიანტის თვალისმომჭრელი სამკაულები და სხვადასხვა კარატის მქონე ერთ თვლიანი ბრილიანტები, რომლებიც დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადი და მოდურია მთელ მსოფლიოში.
ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ FRANCO FONTANA უკვე 16 წელია, რაც ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს და სარგებლობს სანდო და ხარისხიანი ბრენდის სახელით. არაერთი ცნობადი სახე იყენებს ამ ბრენდების სამკაულებს, იმიტომ, რომ უყვართ, ენდობიან და მოსწონთ.
აღსანიშნავია, რომ ორივე ბრენდის მაღაზიათა ქსელებში ბრლიანტით გაწყობილ მოდელებს ყოველთვის ჰქონდა სერტიფიკატი, ამჯერად კი მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს HRD და GIA ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატებით წარმოდგენილი პროდუქცია, რომლებზეც QR კოდებია დატანილი და მათი საშუალებით მომხმარებელი შეძლებს გადაამოწმოს და დარწმუნდეს სერტიფიკატის 100%-იან ჭეშმარიტებაში.
რაც შეეხება, 18K PRECIOUS CRAFTS-ს - ეს არის FRANCO FONTANA-ს პრემიალური ხაზის ბრენდი, სადაც მხოლოდ 750 სინჯის ოქროს და ბრილიანტის სამკაულებია წარმოდგენილი. მაღაზია „სითი მოლის“ „ლაქშერი“ ზონაში, პირველ სართულზეა განთავსებული და აქ წარმოდგენილია რჩეული იტალიური ბრენდების სამკაულები განსაკუთრებული ნაკეთობებითა და სხვადასხვა ლაზერული ტიპის დამუშავებით.
Franco Fontana Georgia-ს ფილიალების არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეგიძლიათ ესტუმროთ თბილისის თითქმის ყველა უბანში. თუ თქვენ მოლებში შოპინგით ხართ დაკავებული, მაშინ იდეალური ვარიანტებია გალერია თბილისი, რომელიც რუსთაველის გამზირზე 2/4-ში მდებარეობს, სითიმოლი ქავთარაძის ქ. 1, სითიმოლი გლდანი ხიზაბავრის ქ. 1 და აქსის თაუერსი ჭავჭავაძის ქ. 37.
ხოლო თუ ქუჩაში სეირნობა და ბუტიკური ტიპის მაღაზიები გხიბლავთ შეგიძლიათ ეწვიოთ პეკინის ქუჩას, რომელიც 7 ნომერში მდებარეობს, რუსთაველის გამზირს 26 ნომერში და ჭავჭავაძის ქუჩას 21 ნომერში. რუსთაველის ფილიალი 14 წელია, რაც მომხმარებლებს ერთგულად ემსახურება.
პანდემიის პერიოდმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა საზოგადოება იმაში, რომ ოქრო საუკეთესო ინვესტიციაა ფულის დასაბანდებლად, იმიტომ, რომ ფასი რეგულარულად იზრდება ძვირფას სამკაულებზე.
მოგეხსენებად უკვე ის დროა, როცა საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების არჩევაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი და აუცილებლად გამოვიყენოთ ეს შანსი, რომელსაც FRANCO FONTANA-სა და 18K PRECIOUS CRAFTS-ის მაღაზიათა ქსელები გვაძლევენ. საყვარელი ადამიანისთვის მიძღვნილი თითოეული ნივთი განსაკუთრებული ემოციებით გვავსებს, ამიტომ უნდა ვესტუმროთ იმ ადგილს, სადაც ეს ამ ემოციებს ყველაზე უკეთ აფასებენ.
ბრენდი დაარსების დღიდან ზრუნავს ქართველი მომხმარებლისთვის ყველაზე ტრენდული, მოდური და ცნობილი ბრენდების სამკაულების შეთავაზებაზე. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრენდული გახდა ყოველდღიურ ლუქებზე რამდენიმე სხვადასხვა ფორმისა და მცირე ზომის მინიმალისტური სტილის სამკაულები, რაც თქვენს ლუქს კიდევ უფრო დახვეწილსა და თვალშისაცემს ხდის. Franco Fontana Georgia-ს მაღაზიათა ქსელებში კი წარმოდგენილია როგორც უნიკალური ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები, ასევე ნებისმიერ სეგმენტზე გათვლილი სამკაულები სასურველ ფასად, მათ შორის იტალიური ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტების საუკეთესო ვარიანტები.