51 წლის ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპეზი საქვეყნოდ ცნობილია თავისი საქმიანობით, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და სიმღერას, კორეოგრაფიასა და კინემატოგრაფიას მოიცავს. ცოტა ხნის ცინ შემსრულებელმა გადაწყვიტა საკუთარი ძალები სხვა საქმიანობაშიც ეცადა და კოსმეტიკური ბრენდი შექმნა. სიახლე ჯენიფერმა საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა. JLo Beauty-ის პროდუქციას პოტენციური მომხმარებელი მალე იხილავს. ამჯერად წარმოგიდგენთ მომღერლის უახლეს ფოტოსესიას WSJ-ისთვის, შემსრულებელმა გამოცემასთან კარიერულ წინსვლაზე, პირად ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ჯენიფერი WSJ-ის ნოემბრის ნომრის ყდაზე