"ემილი პარიზში" ნეტფლიქსის ბოლოდროინელი ყველაზე პოპულარული სერიალია ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომელიც ჩიკაგოდან პარიზში ფრანგული მარკეტინგული ფირმისთვის სამუშაოდ გადადის. ემილის ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, კომპანია, რომელშიც გოგონა მუშაობს ნაკლებად კეთილგანწყობილი თანამშრომლებითაა სავსე, რომლებიც ემილის ფრანგულის არცოდნის გამო კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნიან. ემილი სერიალის განმავლობაში ცდილობს ფრანგულ მარკეტინგულ ფირმაში მომუშავე პერსონალს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და ამერიკულ კულტურასთან შერწყმით მათ სამუშაოს სიახლე შესძინოს. საინტერესო სიუჟეტის პარალელურად სერიალმა მაყურებლების ყურადღება მოდის გამორჩეული მომენტებითაც მიიქცია, ალბათ სერიალ "ჭორიკანას" და "სექსი დიდ ქალაქშის" მაყურებლები შეამჩნევდით, რომ ლუქების უმეტესობა ქერი ბრედშოუსა და ბლერ ვოლდორფის გარდერობის ინსპირაციით იყო შექმნილი.
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ Emily In Paris-ის მეორე სეზონი გამოვა.