აქსესუარი რომ ჩვენი look-ის უმთავრესი ნაწილია, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. პატარა დეტალსაც შეუძლია ძალიან სადა და არაფრისმომცემ ჩაცმულობას საოცარი ეფექტი შესძინოს. რა თქმა უნდა, სამკაულებს, სათვალესა თუ შარფს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა სწორად შერჩეული ჩანთის გარეშე, არცერთი look-ი არ იქნება სრულყოფილი. თუ ჩვენებებს თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ სეზონის ერთ-ერთი ჰიტი ვარდისფერი ჩანთაა. ეს სწორედ ის აქსესუარია, რომელიც თქვენი და თქვენი გარშემომყოფების განწყობაზე ზრუნავს, ერთი ასეთი ჩანთა კი, აუცილებლად უნდა იყოს ყველა ქალბატონის გარდერობში. გთავაზობთ იმ ვარდისფერი ჩანთების ჩამონათვალს, რომლებიც წამყვანმა დიზაინერებმა თავიანთ კოლექციებში შემოგვთავაზეს.
BottegaVeneta Mini Pouch Clutch
ამ პატარა ზომის რბილ კლატჩს ძალიან მარტივი და სადა დიზაინი აქვს. სწორედ ამიტომ, მისი დაჭერა შესაძლებელია როგორც წვეულებაზე, ასევე ყოველდღიურადაც. მხარზე გადასაკიდებელი სარტყელი კი მას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. Bottega Veneta-ს ტენდენციური ჩანთის შეძენა შესაძლებელია www.forward.com-ზე.
Off-White Binder Clip Pink Bag
Off-White-ის ეს მოდელი ნამდვილად განსაკუთრებულია. მისი მყვირალა ვარდისფერი და მეტალის აქცენტები ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. მისი მეშვეობით, თქვენი ქუჩის სტილი შეუმჩნეველი არავის დარჩება. მართალია ჩანთა პატარა ზომის გახლავთ, თუმცა შიგნით საკმაოდ მოსახერხებელი ჯიბეები აქვს და შეძლებთ თქვენი ნივთები ორგანიზებულად ჩააწყოთ. ჩანთას შეიძენთ www.farfetch.com-ზე.
Fendi The Baguette Continental Pink Bag
ბაცი ვარდისფერი ის ტონალობაა, რომელიც ძალიან მარტივად მოუხდება სხვადასხვა ფერის სამოსს. იდეალურია პასტელურ ტონალობებთან შესახამებლად. Fendi-ს ამ მოდელს მთელ ჩანთაზე ასო F აქვს ამობურცული, რაც ბრენდის ლოგოს გამოხატავს, ეს კი სეზონის კიდევ ერთი გამორჩეული ტენდენციაა. ასოები, სიტყვები, ფრაზები, ლოგოები − თქვენს look-ს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ჩანთის შეძენას შეძლებთ www.mytheresa.com-ზე.
Balenciaga XL Cloud Clutch
Balenciaga-ს ეს მოდელი ნამდვილად სეზონის ჰიტი აქსესუარია. მისი ძველებური სტილის ფორმა და შესაკრავი იდეალურად არის შეხამებული თანამედროვე ფაქტურასა და წარწერასთან. ვარდისფერი ფერი კი ჩანთას მეტ ეფექტურობას ანიჭებს. მოდელი არცთუ პატარა ზომისაა, ასე რომ საკმაოდ ტევადია და თქვენთვის აუცილებელ ნივთებს თავისუფლად დაიტევს. მისი შეძენა შესაძლებელია www.forward.com-ზე.