სამოსი უამრავი ადამიანისთვის პიროვნული მახასიათებლისა და საკუთარი ხასიათის გამომხატველია. სტილი დროებით ბატონობს მოდის სფეროში. ტენდენციები საზოგადოების მოთხოვნილებებთან ერთად იცვლება, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშნელოვნად ახდენს ზეგავლენას. XXI საუკუნეში მოდის ინდუსტრიამ დიდი ცვლილება განიცადა, წლების მანძილზე განსხვავებული და ორიგინალური ელემენტების შერწყმით ვითარდებოდა. მოდის პრინციპი სიახლისკენ სწრაფვაა, თუმცა, ტენდენცია, რომელიც გარკვეულ პერიოდში მკვიდრდება, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ხშირად ისევ აქტუალური ხდება. არ აქვს მნიშვნელობა, ხშირად უყურებთ თუ არა მოდის ჩვენებებს, დაინტერესებული ხართ თუ არა მაღალი მოდით, აკვირდებით თუ არა სეზონურ ტენდენციებს, საკუთარი ჩაცმულობა და პირადი იმიჯი თითქმის ყველა ადამიანს განსაკუთრებულად აინტერესებს. წარმოგიდგენთ 2020 წლის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ფერს პასტელურ ცისფერს და სამოსს, რომელიც მოდელებმა, ინფლუენსერებმა და მსახიობებმა განსხვავებულად მოირგეს.