30 წლის კრისტენ სტიუარტი InStyle-ის ნოემბრის ნომრის მთავარი გმირია და პოპულარული ჟურნალის გარეკანსაც თავად ამშვენებს. ფოტოსესიისთვის ვარსკვლავმა Chanel-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების სამოსი მოირგო, ხოლო გულახდილ ინტერვიუში კი, საკუთარ ჰომოსექსუალობაზე ისაუბრა.
როგორც გაირკვა, მისი პირველი მეგობარი გოგონა - ალისია კარგაილი იყო, რომელთანაც რომანი 2014-2016 წლებში ჰქონდა.
"თავიდან, ვგრძნობდი, რომ გოგონებს რომლებსაც ვხვდებოდი, რაღაც აწუხებდათ. ეს ალბათ იმიტომ რომ მე არ მინდოდა საკუთარი თავი საჯაროდ გამეთქვა, არ მინდოდა საზოგადოებას ამის შესახებ სცოდნოდა. თუმცა ეს ქურდობას ჰგავს, უბრალოდ იმ პერიოდში ზედმეტად ჩაკეტილი ვიყავი," -აღნიშნა ვარსკვლავმა.