მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 16 წლის ქალიშვილი - დევა კასელი ფრანგული Elle-ის გარეკანს ამშვენებს! ფოტოსესიისთვის გოგონამ Dolce & Gabbana-ს რამდენიმე ლუქი მოირგო, რაც ბუნებრივიცაა, ვინაიდან ის უკვე წელიწადზე მეტია ბრენდთან თანამშრომლობს.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 30 წლის წინ ამავე ჟურნალის გარეკანზე პირველად აღმოჩნდა დევას დედაც - მონიკა ბელუჩი.