BERILY − ახალი ქართული ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე მოახერხა და დაამკვიდრა საკუთარი ნიშა, ხელწერა. კოლექცია შექმნილია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ბრენდის დამფუძნებლის, ელენე კოღუაშვილის თქმით, მომხმარებელი, გარდა სამკაულებისა, მალე უამრავ სიახლეს იხილავს.
რამდენი ხანია, რაც ბრენდი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?
ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი Berily, ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, თუმცა იდეა საკმაოდ დიდი ხნის წინ გამიჩნდა. ხელსაქმით ბავშვობიდან ვიყავი დაკავებული. მოზაიკების შექმნა 16 წლის ასაკიდან დავიწყე. თსუ-ში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, უკვე სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩემი ძირითადი საქმიანობა. აქსესუარების კეთება ბავშვობიდან მიყვარდა, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და მივხვდი, რომ ამ ხელობის პროფესიულად შესწავლა მჭირდებოდა.
სამკაულების დიზაინის კურსი ქალბატონ თამუნა ლეჟავასთან გავიარე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა ამ განხრით. მის მიერ გადმოცემული ცოდნა დამეხმარა იმაში, რომ შემექმნა მაღალი დონის, ხარისხიანი და დახვეწილი სამკაული, რომელიც ბაზარზე გამორჩეულ ნიშას დაიკავებდა.
რა სახის მასალაზე მუშაობთ?
სამკაულების შესაქმნელად ვიყენებ როგორც ბუნებრივ (მალაქიტი, ნეფრიტი, ავანტურინი, ქრიზოპრაზი, ამეთვისტო, რეგოლიტი, მდინარის მარგალიტი და ა.შ.), ისე ხელოვნურ ქვებს (შუშის თვლები, შუშის კრისტალები...) და ბისერებს. მეტალებიდან მაქვს როგორც უმაღლესი სინჯის მოოქროვილი ვერცხლი, ისე მაღალი ხარისხის დაფერილი მეტალის ფურნიტურა.
რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა?
Berily-ის საფუძვლად მყარი კონცეფცია უდევს, რომელიც შთაგონების მთავარი წყაროა. უშუალოდ ბერილი მინერალთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენს, რომელშიც სხვადასხვა ფერის გამჭვირვალე ძვირფასი თვალი შედის (ზურმუხტი, აკვამარინი, მორგანიტი და ა.შ). სახელიც სწორედ ამის მიხედვით შეირჩა.
რაც შეეხება კონცეფციას, Berily მომხმარებელს ელეგანტურ და დახვეწილ სამკაულსა და აქსესუარებს სთავაზობს, რომლებიც მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის ნაზავს წარმოადგენს. ეს არის უფრო ტრანსფორმაცია და არა კონსერვატიზმი. როდესაც სამკაულების დიზაინზე ვფიქრობდი, მინდოდა ყოფილიყო ახალი და ქართული, მაგრამ არ გაემეორებინა ის ორნამენტები ან ფორმები, რომლებიც უკვე მრავალჯერ გვაქვს ნანახი. აღსანიშნავია მამაკაცის აქსესუარების ხაზი, რომელიც წარმოადგენს სიახლეს, რადგან ამ სტილში მამაკაცებისთვის ასე არავინ ქმნის სამკაულს. ეს არის სრულიად ახალი დიზაინი, რომლის ძირითადი ნაწილი, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, ბუნებრივი ქვებით არის შექმნილი.
გვესაუბრეთ ხარისხსა და ფასებზე.
ჩემთვის, თავიდანვე პრიორიტეტი იყო ის, რომ შემექმნა ხარისხიანი, ელეგანტური და დახვეწილი ხელნაკეთი სამკაული. შექმნის სირთულიდან და გამოყენებული მასალიდან გამომდინარე, ფასები 30 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს.
სად შეგვიძლია სამკაულების შეძენა?
სამკაულების შეძენა, ამჟამად ონლაინ გამოწერით, facebook და instagram-გვერდებიდან არის შესაძლებელი.
სამომავლო გეგმები.
სამომავლოდ Berily უნდა გასცდეს საქართველოს საზღვრებს. იგეგმება უცხოეთის ბაზრის ათვისება და პროდუქციის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე, ვაპირებ, რომ სამკაულების გარდა, სხვა ხაზიც დავამატო, თუმცა ამას ჯერ სიურპრიზად დავტოვებ.
Facebook: Berily
Instagram: berilytbilisi
info.berily@gmail.com