თავდაუზოგავი შრომა, მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინება და ხელმისაწვდომი ფასები ATELIER MN-ისთვის მთავარი მამოტივირებელი ძალა აღმოჩნდა, რათა საზოგადოებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შეეთავაზებინა. ბრენდი ქმნის თანამედროვე, დახვეწილ პროდუქციას, რომელიც გათვლილია ნებისმიერ სეგმენტზე. OK! MN-ის დამფუძნებლებს, ანუკა მანიას და ნუკი მუნჯიშვილს ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც Atelier MN ბაზარზე გამოჩნდა?
ქალის სამოსის ონლაინმაღაზია Atelier MN ქართული ბაზარზე 2019 წლის 1 ნოემბრიდან გამოჩნდა. როგორც მოგეხსენებათ, საწყის ეტაპზე საჭირო იყო ჩვენი პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობა და ადგილის დამკვიდრება ადგილობრივ ბაზარზე, რისთვისაც ჩვენმა გუნდმა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან მარკეტინგულ აქტივობებს მიმართა. დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ საკმაოდ გამართლებულიც აღმოჩნდა ჩვენ მიერ არჩეული გზა და გავლილი ეტაპები.
რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?
ჩვენი მთავარი მიზანი იყო მოსახლეობისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის ქსოვილით დამზადებული სამოსი ხელმისაწვდომ ფასად და მაღალი დონის მომსახურება, რაც გულისხმობს დროის დაზოგვის მიზნით სასურველი ნივთის შინიდან გაუსვლელად შეძენას და მიღებას.
სად მზადდება სამოსი?
Atelier MN-ის სამოსი მზადდება თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზუბალაშვილების 8ა ნომერში მდებარე ატელიეში, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით. თითოეულ მათგანს საშუალება აქვს იმუშაოს ოჯახურ, მშვიდ და მეგობრულ გარემოში, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი შექმნილი სამოსის ხარისხზე.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
ჩვენი საქმიანობის საწყის ეტაპზე ძალიან ბევრს ვფიქრობდით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი მომხმარებელი. არ გვსურდა კონკრეტული სეგმენტი მოგვეცვა, ვშიშობდით არასწორი აქცენტების დასმას. საბოლოოდ, ზუსტად ისე გამოგვივიდა, როგორი ჩანაფიქრიც გვქონდა. ჩვენი მომხმარებლები არიან ის გოგონები თუ ქალბატონები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გამოიყურებოდნენ ლამაზად, თავს გრძნობდნენ კომფორტულად და ამ სიამოვნების შეძენა შეეძლოთ მარტივად.
გვესაუბრეთ ხარისხზე, ფასებსა და მომსახურებაზე.
მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და კარგი მომსახურება ქართულ ბაზარზე ნელ-ნელა მკვიდრდება, მაგრამ იშვიათად კომპლექსურად. მაგალითად, სხვადასხვა ადგილას ხშირად ვხვდებით არაჩვეულებრივ მომსახურებას, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მაღალი ფასების გამო ვერაფერს ვიძენთ, ან ცუდი მომსახურების მიუხედავად, საკმაოდ მისაღებ ფასში შეგვიძენია ნივთი, რომელიც რამდენიმე დღეში უხარისხობის გამო გადაგვიგდია და ა.შ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამივე ფაქტორის კომპლექსურობა, რადგან სწორედ მათი ადეკვატური შეფარდება ანიჭებს მომხმარებელს დიდ სიამოვნებასა და კმაყოფილებას, მათი კმაყოფილება კი ჩვენ გვაძლევს დიდ სტიმულს.
როგორ ინარჩუნებთ ონლაინმაღაზიებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას?
ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებით, რისთვისაც გვიწევს თავდაუზოგავი შრომა, ასევე მუდმივად სიახლეების შეთავაზება. რა თქმა უნდა, უპირველესია ხარისხის, დაბალი ფასისა და კარგი მომსახურების შენარჩუნება.
სამომავლო გეგმები.
სამომავლოდ, პირველ ეტაპზე ვგეგმავთ მოვიცვათ საქართველოს სრული ბაზარი, ამისთვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და რა თქმა უნდა, ეს გეგმები ეტაპობრივად აუცილებლად განხორციელდება. ამის შემდეგ კი ვფიქრობთ ქართული პროდუქციის ქვეყნის გარეთ გატანას, გაცნობას და შეთავაზებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის. რატომაც არა − იცნობდნენ ქართულს.