თუკი განსხვავებულს და ხარისხიანს ეძებ, „გეოდე“ სწორედ ის ბრენდია, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და უკვე მოახერხა საზოგადოების მხრიდან ყურადღების მიპყრობა. ბრენდის იდეა 21 წლის ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის და სამომავლოდ კიდევ უამრავი სიახლის შეთავაზებას გეგმავს მომხმარებლებისთვის. OK! ბრენდის დამფუძნებელ თამარ ხებრელაშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გააცნობს ჩვენს მკითხველს „გეოდეს“ კონცეფციისა და მიზნების შესახებ.
გვიამბეთ ბრენდის დაარსების შესახებ.
„გეოდე“ საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ონლაინმაღაზიაა, რომელიც პანდემიის პერიოდში გაიხსნა. ფეხსაცმელების დიზაინი და ბიზნესიდეა პროფესიით მხატვარ-არქიტექტორ, 21 წლის ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის.
რა იყო ბრენდის დაარსების მთავარი მიზანი?
ზურაბ ტურცელაძის მთავარი მიზანი იყო, შეექმნა ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული პროდუქცია, რომელთანაც ხალხი კავშირს იგრძნობდა და ბრენდი მისი შინაგანი თვისებებით შეძლებდა გამოეხატა, ვინ არის მისი მომხმარებელი.
სად მზადდება ფეხსაცმელი?
„გეოდეს“ საწარმო მდებარეობს ქ.თბილისში, მაისურაძის 1 ნომერში. იგი ჯერ მხოლოდ ორი თვეა ფუნქციონირებს და მომხმარებლების მხრიდან მოლოდინს ამ მოკლე დროშიც გადააჭარბა.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
ჩვენი პროდუქცია საშუალო და მაღალი ფენისთვის არის განკუთვნილი. ჩვენთან დამზადებული პროდუქცია ხარისხიანი და განსხვავებულია, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის.
გვესაუბრეთ ხარისხსა და ფასებზე.
ამ ეტაპზე მასალა მხოლოდ თურქეთიდან შემოგვაქვს, რადგან იტალიაში პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თურქული მასალაც საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ხარისხია ჩვენი პრიორიტეტი და მუდმივად ვეცდებით საკუთარ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ.
სამომავლო გეგმები.
ამ ეტაპზე პანდემიის გამო მხოლოდ ონლაინგაყიდვებით შემოვიფარგლებით, ახლო მომავალში კი აუცილებლად გავხსნით მაღაზიას. ასევე დაემატება სრულიად განსხვავებული მოდელები და რაც მთავარია, სამომავლოდ ექსპორტზე გატანაც იგეგმება.