„ლიმერენსი“ ბრილიანტების პირველი ქართული ბრენდია, რომელიც მარადიული სიყვარულის ძიებაში შეიქმნა. სწორედ ამ გრძნობის შთაგონებით იქმნება თითოეული ნაკეთობა, რადგან სამკაულთან ერთად ის ემოციაც ძვირფასია, რომლითაც ამ სამკაულს ჩუქნი. „ლიმერენსის“ უმაღლესი ხარისხის ბრილიანტის ნაკეთობა კი დასრულებულ სახეს მხოლოდ მაშინ იღებს, როდესაც რაიმე რეალური ამბის ან ემოციის განუყოფელი ნაწილი ხდება.
„ლიმერენსის“ მთავარი შთაგონების წყარო ადამიანური ემოციები და მარადიული ფასეულობებია. ბრენდს სწამს, რომ ძვირფას ემოციებს განსაკუთრებული გამოხატვა, ძვირფას წამებს კი უკვდავყოფა სჭირდება. ის სამკაულს არა უბრალოდ დახვეწილი დიზაინის ნივთად, არამედ ძვირფასი, უნიკალური ამბის მოყოლის შესაძლებლობად აღიქვამს. ამიტომაც, „ლიმერენსის“ სამკაული ერთგვარი მეტაფორაა, რომელიც ხელშეუხებელ თემებზე, ადამიანის შინაგან სამყაროზე სხვაგვარად საუბრობს და მათ განვლილი ისტორიების თუ მომენტების ხელახლა შეგრძნების საშუალებას აძლევს.
ემოციების გამოსახატად სიტყვები არ კმარა და ვერც ტრაფარეტული სიმბოლოები იტყვის სათქმელს. ბრილიანტი ის ძლიერი მეტაფორაა, რომლითაც ენით აღუწერელსაც კი სრულყოფილად გადმოსცემ. „ლიმერენსი“ ბუნებრივი ალმასების გამოყენებით, უმაღლესი ხარისხის ბრილიანტის დახვეწილ სამკაულს ქმნის. თითოეული ნივთი უნიკალურია და მომხმარებელს თვითგამოხატვისა და ემოციების გადმოცემის საუკეთესო საშუალებას სთავაზობს.
„ლიმერენსი“ საუკეთესო პროდუქტის შეთავაზების პარალელურად, მომხმარებლების დამოკიდებულებისა და ქცევების ტრანსფორმირებას ისახავს მიზნად. მას სურს, მომხმარებელს თვითგამოხატვასა და შინაგანი სამყაროს გაზიარებაში დაეხმაროს. ბუნებრივი ალმასის გაცოცხლება და მისი ყველაზე გულწრფელი შეგრძნებებით გაჯერება, „ლიმერენსის“ სამკაულს ერთფეროვანი საჩუქრის განსაკუთრებულ ალტერნატივად აქცევს. სწორედ ამიტომ, „ლიმერენსი“ ყველა იმ ადამიანისთვისაა, ვისაც ძვირფასი მომენტის, ამბის ან მოგონების უკვდავყოფა სურს.