მილანის მოდის კვირეულის შემდეგ, ტინა კუნაკი კვლავ პარიზში გამოჩნდა და ახლა სამშობლოში აგრძელებს სამოდელო კარიერასთან დაკავშირებულ ტრადიციულ საქმიანობას. 24 წლის მოდელი რამდენიმე საათის წინ Coperni-ს ჩვენებას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო და საღამოსთვის მინიმალისტური კაბაც მოირგო, რომელიც სისადავის მიუხედავად, იდეალურად ერწყმოდა ვითარებას.