მილანის მოდის კვირეული გრძელდება. საზოგადოებამ ამჯერად Hugo Boss-ის 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ბრენდის უახლესი სამოსი ისეთმა ცნობილმა მოდელებმა წარადგინეს, როგორიც ირინა შეიკია.
აღსანიშნავია, რომ პოდიუმზე გამოჩნდა ბრედ პიტის ახალი მეგობარი გოგონა - ნიკოლა პოტურალსკი, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ დაიმსახურა, რაც აღმოჩნდა, რომ მას პარალელურად მეუღლეც ჰყავს, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების მომხრეა.