საერთაშორისოდ აღიარებულ ქართველ დიზაინერს დევიდ კომას აქვს უნარი შეინარჩუნოს ხედვა და ყოველ სეზონზე საკმარისი სიახლე შემატოს კოლექციას, რაც უფრო თვალშისაცემს ხდის მის ნამუშევრებს მოდის კონკურენტუნარიან ბაზარზე. დევიდი მოდის ინდუსტრიაში რომ არ წასულიყო, ის ჩოგბურთის პროფესიონალი მოთამაშე გახდებოდა: "მე საქართველოში, თბილისში დავიბადე. ბავშვობიდან მიზიდავდა ხელოვნება, თუმცა ჩემი ოჯახის არცერთ წევრს მასთან პროფესიული შეხება არ ჰქონია. დედას და მამას სურდათ ჩოგბურთის პროფესიონალი მოთამაშე გავმხდარიყავი, რადგან 5 წლიდან ვთამაშობდი. როდესაც განსხვავებული მიმართულებით გადავწყვიტე საქმიანობის დაწყება, ოჯახმა მხარი დამიჭირა“. წლების გასვლის შემდეგ დიზაინერმა არ დაივიწყა ბავშვობის საყვარელი სპორტი და ახალ კოლექციას ჩოგბურთის ელემენტები შემატა, მიუხედავად ახალი დეტალებისა დიზაინერმა საკუთარი ინდივიდუალური სტილი არ დაკარგა და 23 სექტემბერს გამართულ ჩვენებაზე მაყურებელს უახლესი 2021 წლის READY-TO-WEAR კოლექცია წარუდგინა.
David Koma Spring 2021 Ready-to-Wear