„ნავნეს“ აუთლეტ მაღაზიათა ქსელს კიდევ ერთი, 22-ე მაღაზია-შოურუმი შეემატა, აღმაშენებლის ხეივნის N197-ში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნავნე“ ერთადერთი აუთლეტ მაღაზიათა ქსელია საქართველოში და უკვე 10 წელზე მეტია წარმატებულად ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. OK! „ნავნეს“ PR-დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნათია ფარცხალაძეს პირადად გაესაუბრა, რომელმაც უფრო დეტალურად გვიამბო კომპანიის სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ნათია, გვიამბეთ როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ და რა სახის სიახლეებს უნდა ელოდოს „ნავნეს“ მომხმარებელი ახალ ფილიალში?
პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. უამრავ ადამიანს ვუმასპინძლეთ და ახალი შენაძენით კმაყოფილები გავუშვით. მთავარი ამოცანაც სწორედ ეს იყო − ჩვენი ერთგული მომხმარებლის ბედნიერება.
შოურუმში ყოველდღიურად განახლდება ტანსაცმლის კოლექცია. ასევე, შეგეძლებათ, საუკეთესო ფასად შეიძინოთ ევროპული და ამერიკული წარმოების თავის მოვლის საშუალებები.
უფრო კონკრეტულად გვიამბეთ, რა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი „ნავნეს“ ახალ ფილიალში?
ქსელში წარმოდგენილია უამრავი სხვადასხვა კატეგორია. მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია შეიძინოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანისამოსი, ფეხსაცმელი, ჩანთა, აქსესუარები, კოსმეტიკა და პარფიუმერია, საოჯახო ქიმია და საკანცელარიო ნივთები.
შოურუმში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: J.Crew, Scotch&Soda, Cos, Urbat Outfitters, Massimo Duty, Zara.
რაც შეეხება კოსმეტიკურ საშუალებებს...
კოსმეტიკის ხაზში „ნავნეში“ წარმოდგენილია ორი მიმართულება: ექსკლუზიური ბრენდები და აუთლეტ-ხაზი. Gosh Copenhagen, Mia, OG, DearBody, Shaik, DR.RASHEL.
აღსანიშნავია, რომ „ნავნე“ ამ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
ამერიკული აუთლეტ-ხაზი არის ორიგინალი პროდუქცია, რომელსაც ვყიდულობთ დიდი რაოდენობით, აუქციონის წესით, რაც განაპირობებს სარეალიზაციო დაბალ ფასს. მათ შორისაა: BEEKMAN, LOREAL, GARNIER, JOHN FRIEDA, AMWAY(ARTISTRY, BODY SERIES, SATINIQUE, GLISTER), IVORY, EQUATE, KORRES, W5.
დაბოლოს...
გვესტუმრეთ შოურუმში, გაგვიცანით ხელახლა, სიყვარულით, „ნავნე“.