ლედი გაგა იმ პოპვარსკვლავთაგან ის იშვიათია, რომელიც ყოველთვის საუბრობდა ადამიანების განსხვავებულობასა და განსაკუთრებულობაზე, ისეთი სამყაროს შექმნაზე, სადაც ყველას ექნებოდა საშუალება თამამად ესაუბრა. მისი პატივისცემა ინდივიდუალობისადმი კარგად აღწერს ვალენტინოს ახალი სუნამოს ეთოსს. Honorine Blanc-ისა და Amandine Clerc Marie-ის მიერ შექმნილი სუნამო აერთიანებს ყვავილოვან, ხისებრ, ცოცხალ და ტკბილ სუნს, რაც ბერგამოტის, ვანილისა და ფორთოხლის ტკბილი ელემენტებით დაუვიწყარ სურნელს ქმნის.