კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის SKIMS-ის ახალი კოლექცია მთლიანად ორსულ ქალებს მიუძღვნა,რათა მომატებული წონისა და მოზრდილი მუცლის მიუხედავად ქალბატონებმა შეძლონ ნებისმიერი სამოსის თამამად მორგება.
კოლექცია ყველა კანის ფერისთვისაა შექმნილი, რათა დისკრიმინაციას არ ჰქონდეს ადგილი, თუმცა თავად კონცეფციამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ორსული ქალების სხეულის შეურაცხყოფაა და მსოფლიო უფრო მეტად უნდა იყოს ჰუმანური ქალბატონებისა და მათი სილამაზის სტანდარტებისადმი.