FRANCO FONTANA და 18K PRECIOUS CRAFTS იმ საიუველირო გალერეებთან ასოცირდება, რომლებიც არასოდეს კარგავენ ხარისხს და შედეგად, არც ხალხის ნდობას. მაღაზიათა ქსელებში წარმოდგენილია ისეთი სამკაულები, რომელიც ხარისხის თვალსაზრისით მუდამ ფეხს უწყობს ბაზარზე არსებულ სიახლეებს და ერთგულ მომხმარებლებს ყოველთვის საინტერესო პროდუქციას სთავაზობს. რა სიახლეებით ხვდება ბრენდები შემოდგომის სეზონს და როგორი შეთავაზებები აქვთ? − ამის შესახებ OK! ის კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინი ზექალაშვილი უამბობს.
ნინი, Franco Fontana და 18K Precious Crafts კარგად ნაცნობი ბრენდებია როგორც საიუველირო ბაზარზე, ასევე OK!-ის მკითხველისთვის. გვიამბეთ, რა სიახლეები ელოდება საზოგადოებას შემოდგომის სეზონისთვის?
დიახ, ეს ორი ბრენდი უკვე წლებია ქართულ ბაზარზე საქმიანობს. Franco Fontana უკვე 15 წელზე მეტია, ხოლო 18K Precious Crafts მაისში 2 წლის გახდა. ეს არის ჩვენი პრემიალური ხაზის, მხოლოდ 750 სინჯის ოქროსა და ბრილიანტების მაღაზია, სადაც ასევე სხვა ძვირფასი ქვებით გაწყობილი სამკაულებია წარმოდგენილი. ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ ქართულ ბაზარზე და ვემსახურებით ხარისხისა და ესთეტიკის მაღალ სტანდარტს. შემოდგომის სეზონზე ბუნებრივია ახალ კოლექციას ვამზადებთ, რომელშიც მრავლად იქნება მოცული საქორწილო თემატიკის სამკაულები. ასევე, გვინდა მომხმარებელს ახალი დიზაინის სამკაულები შევთავაზოთ და ახალგაზრდული სეგმენტი უფრო აქტიურად მოვიცვათ, ვიდრე ახლაა. კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს ვგეგმავთ, მაგრამ დეტალების გასაჯაროებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ.
როგორც ვიცით, ორივე ბრენდს განსაკუთრებული შემოთავაზებები და ფასდაკლებები აქვს მომხმარებლებისთვის. გვიამბეთ ამის შესახებ.
დიახ, უკვე 2 თვე ხდება, რაც -50% ფასდაკლება გვაქვს სრულ კოლექციაზე. მსოფლიოს, და მათ შორის ქართულ საიუველირო ბაზარზე ოქროს ფასი საოცრად გაიზარდა, თუმცა მომხმარებლისთვის ნაკლებად მტკივნეული რომ იყოს ეს ფაქტორი, ჩვენი ბრენდი რჩება იმ პოზიციაზე, რასაც კონკურენტებთან შედარებით უფრო მისაღები ფასები გულისხმობს და მეტიც − მომხმარებლებისთვის გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება, რათა გამოიყენონ შანსი საუკეთესო საინვესტიციო შენაძენისთვის.
კარანტინის პერიოდში მოთხოვნა იყო ონლაინგაყიდვებზე, რადგან მომხმარებელი მართლაც დარწმუნდა იმაში, რომ ოქრო საუკეთესო ინვესტიციაა და მისი ფასი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაშინ ჩვენ ონლაინგაყიდვები არ გვქონდა, მაგრამ გვქონდა ვაუჩერები, რომელიც რეკორდული რაოდენობით გაიყიდა და საშუალება მოგვეცა, რომ ხელფასები და კადრები შეგვენარჩუნებინა.
სექტემბრის OK!-ის მკითხველი ორივე ჟურნალში კიდევ უფრო უკეთ გაეცნობა ბრენდების კონცეფციასა და უპირატესობებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სექტემბრის ძირითადი ჟურნალის დამატება Gastro Book-ია. რა დატვირთვა ექნება ამ შემთხვევაში ამ ორ მიმართულებას ერთმანეთთან?
განთავსება სწორედ ჩვენი საინტერესო ფოტოსესიიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. სამკაულებს განსაკუთრებულად უნდა ჩუქნიდნენ საყვარელ ადამიანებს, ისევე, როგორც საუკეთესო კერძები იმსახურებს საუკეთესო სერვირებას და ლანგრით მირთმევას. ოქრო და ბრილიანტები უწყვეტი სილამაზისა და მყარი ინვესტიციის გარანტია, რაც მუდმივად გასაზრდოებს და საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლის წყაროც ხდება. ჩვენი კონცეფცია მომსახურების ხარისხშიც მდგომარეობს და განახლებული ფილიალების ინტერიერშიც, სადაც VIP-ზონები გვაქვს მოწყობილი მეტი კომფორტისთვის. ეს ზონები Franco Fontana-ს Axis Tower-ის ფილიალსა და 18K Precious Craft-ის City Mall Saburtalo-ს მაღაზიებშია.
და მაინც, რატომ უნდა შევიძინოთ სამკაული Franco Fontana-სა და 18K Precious Crafts-ის მაღაზიათა ქსელებში?
საინტერესო შეკითხვაა. უპირველესად იმიტომ, რომ ბრენდები, რომლებიც ჩვენს მაღაზიათა ქსელებში იყიდება, არის იტალიური და მსოფლიოში სახელგანთქმული. იტალიური ტექნოლოგია ზოგადად ოქროს წარმოებასა და ძვირფას ქვებშია ცნობილი, რადგან მოწინავეა ბაზარზე და უსწრებს დროს. ეს ბრენდები მიჰყვება ტრენდებს, მოდას და ინარჩუნებს უცვლელ და მომხმარებლებისთვის საყვარელ კოლექციებსაც, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენც ვიზიარებთ. გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ფასიც ყველა სეგმენტზეა გათვლილი. თუ Franco Fontana-ში გვაქვს ვერცხლი, 585 ან 750 სინჯის ოქრო და ბრილიანტები, 18K Precious Craft-ში მხოლოდ 750 სინჯის ოქრო, ბრილიანტები და ძვირფასი ქვების სამკაულებია. ჩვენ ვსარგებლობთ სანდო და ხარისხზე ორიენტირებული ბრენდის სტატუსით. ჩვენი მომსახურებაც უნიკალურია და მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი ტოვებს ჩვენს მაღაზიებს.
გვესაუბრეთ სამკაულის ხარისხზე.
ბუნებრივია, წლები ჩვენს სანდოობას ხაზს უსვამს, რადგან უკვე ჯამში 8 მაღაზია გვაქვს „18 კარატის“ ჩათვლით და მე-16 წელი დაიწყო, რაც ბაზარზე ვართ. მომხმარებელმა იცის, რომ ხარისხიან და ბრენდულ პროდუქციას იძენს. სამკაულებს, რომელზეც რჩეული იტალიელი იუველირები მუშაობენ. ბრილიანტით გაწყობილ ყველა სამკაულს მოყვება ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ბრილიანტების Top5-ეულში შედიან. მომხმარებელი ყოველთვის დაზღვეულია ნებისმიერ სამკაულზე, რომ თანხას 100%-ით ნამდვილ ოქროსა და ძვირფას ქვებში იხდის, ან თუნდაც ვერცხლში, რომელსაც უმაღლესი ხარისხის როდირება აქვს და ფერი არ გადასდის.
დაბოლოს, გვესაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ.
გეგმები საკმაოდ დიდი გვქონდა მიმდინარე წელს და პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ ეს დრო უკეთ გააზრებაში გამოვიყენეთ და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს ფეხი ავუწყოთ, ჩვენი მომხმარებლების სურვილები რეგიონულ გაფართოებასთან დაკავშირებით გავითვალისწინოთ და 2020 წლის ბოლომდე იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შესრულდება. ისევ არ ვაკონკრეტებ გეგმებს, რადგან შედეგზე ვართ ორიენტირებულები ყოველთვის და გვირჩევნია მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ მკაფიო განცხადებები! ჩვენი ბრენდი ყოველთვის ეცდება განვითარდეს და მოერგოს დროს, სივრცეს და მის ერთგულ, ლოიალურ მომხმარებლებს, რომლებიც მხოლოდ Franco Fontana-ს და 18k Precious Crafts-ს ირჩევენ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ასევე, ვეცდებით, რომ მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ ჩვენი სამკაულები, სამომავლოდ განსაკუთრებული სიურპრიზები შევთავაზოთ.