ახალი, ქართული ბრენდი MONTI სულ ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე და უკვე მოიპოვა საზოგადოების ნდობა და ინტერესი. თქვენ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ დახვეწილი სტილის, უმაღლესი ხარისხის მამაკაცის სამოსი, რომელიც დამზადებულია საქართველოში. ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით OK! Magazine Georgia MONTI-ს საზოგადოებასთან ურთერთობის მენეჯერს ლელა ვანიშვილს ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც ბრენდი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა?
ბრენდის შექმნის იდეა 2020 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა, თუმცა მსოფლიოსა და ქვეყანაში შექმნილი ვითარება ჩვენზეც ნეგატიურად აისახა. ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შევძელით ონლაინ რეჟიმში გვემუშავა კოლექციის დიზაინზე, რადგან სწორედ ამ მომენტში დავინახეთ რა მნიშვნელობა შეიძინა ადგილობრივი წარმოების პროდუქციამ. პანდემიური შეზღუდვების დასრულებიდან 2 თვეში წარვადგინეთ შოურუმში ჩვენი პირველი კოლექცია.
რა არის წარმოდგენილი შოურუმში, რისი შეძენა შეუძლიათ მომხმარებლებს?
შოურუმში წარმოდგენილია ჩვენი პირველი კოლექცია, რომელიც ამ ეტაპზე მამაკაცის ტანსაცმლით შემოიფარგლება, მათ შორისაა პერანგები, მაისურები, შარვლები და შორტები.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
ჩვენი მომხმარებლები არიან ის ადამიანები, ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არჩეული აქვთ დახვეწილი ჩაცმის სტილი.
გვესაუბრეთ კოლექციის ხარისხზე, სად იქმნება ტანსაცმელი?
კოლექციები იქმნება პროფესიონალების მიერ, მაღალი ხარიხის მასალებით და ექსკლუზიური დიზაინით, რაც ყველაზე მთავარია მზადდება საქართველოში.
სად მდებარეობს შოურუმი?
ჩვენი კოლექცია წარმოდგენილია „ქართული მოდის ლაბში“ ფალიაშვილის 80 ნომერში, ასევე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენი საიტიდან WWW.MONTI.GE.
სამომავლო გეგმები.
ვინაიდან ჩვენი ბრენდი სულ ახალია ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს, აგვისტოს ბოლოდან დაგვემატება ფეხსაცმელებიც, ასევე უკვე აქტიურად ვემზადებით შემოდგომისთვის, იქმნება ახალი კოლექცია, რომელიც იქნება უფრო მრავალფეროვანი. იგეგმება ჩვენი შოურუმის გახსნაც და უკვე შემოგთავაზებთ, როგორც მამაკაცის ასევე ქალის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს.