ბოლო პერიოდში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელცის რომანი ხვდება, თუმცაღა გამომწერები არანაკლები ინტერესით ეკიდებიან რომეო ბექჰემის პირად ცხოვრებასაც. ამჟამად რომეოს რჩეული ცნობილი ინსტაგრამ ინფლუენსერი - მია რიგანია, რომელმაც ვიქტორია ბექჰემის უახლეს კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
გოგონა ცენტრალური ფიგურაა ვიქტორიას ახალ წამოწყებაში, ამიტომაც ოჯახური იდილიის კიდევ ერთმა გამოვლინებამ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ასიამოვნა.