სილამაზის სალონების სიმრავლეში ძალიან რთულია აირჩიო ადგილი, რომელიც ხარისხს ერთნაირად გთავაზობს როგორც მომსახურებაში, ასევე პროდუქციაში და პროფესიონალ პერსონალში. ბოლო პერიოდის პანდემიამ განსაკუთრებით მკაფიოდ დაგვანახა, რამხელა მნიშვნელობა აქვს სტანდარტს სილამაზის სფეროში, ასევე დაცულობასა და იმ უმცირეს დეტალებს, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ყურადღებასაც არ ვაქცევდით. თბილისში ერთი წლის წინ ახალი ბრენდი – „ამეუსი“ გამოჩნდა, რომელმაც თავდაპირველად მამაკაცების სალონი გახსნა ფალიაშვილის ქუჩაზე, 6 თვეში კი – კავსაძის ქუჩაზე „ამეუს ვუმენიც“ გამოჩნდა. ჩვენ AMEUS-ის სახეს, ლალი გუშიკაშვილს ვთხოვეთ, გაეცნო ჩვენთვის ბრენდი.
მამაკაცების სალონის კონცეფციამ მაშინვე მიიქცია მომხმარებლის ყურადღება: ბარი და ბილიარდის მაგიდა სილამაზის სალონში?..
დიახ, რატომაც არა. ლოდინის დროის სასიამოვნოდ გატარება ყველგან უნდა იყოს შესაძლებელი. საქართველოში ბევრი სივრცეა ქალებისთვის, სადაც მათ პრემიუმკლასის მომსახურებას სთავაზობენ, მაგრამ მამაკაცებისთვის მსგავსი სივრცე არ არსებობდა. „ამეუს მენი“ სწორედ ის ადგილია, სადაც მამაკაცები თავის მოვლას სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებდნენ და შესაბამისად, ინტერიერიც ამ იდეით განხორციელდა.
რა სახის სერვისის მიღებაა შესაძლებელი „ამეუს მენში“?
„ამეუს მენი“ მოიცავს მომსახურების სრულ სპექტრს: თმა, წვერი, ხელისა და ფეხის ფრჩხილის მოვლა, კოსმეტოლოგია, მასაჟი, ტატუ, ფოტოჰიბრიდული ეპილაცია... რაც მთავარია, ყველა ეს პროცედურა ტარდება პრემიუმკლასის პროდუქციით.
„ამეუს ვუმენი“ – მძაფრი კონკურენციის პირობებში, რატომ უნდა უნდა მოვიდეთ აქ?
უპირველესად, „ამეუს ვუმენის“ გუნდი დაკომპლექტებულია საერთაშორისო ბრენდების ამბასადორებით. ვიყენებთ მხოლოდ პრემიუმკლასის პროდუქციას და რაც მთავარია, „ამეუს ვუმენში“ ქალბატონები უფრო მეტად ლამაზები, ბედნიერები და თავდაჯერებულები ხდებიან.
Ameus-ში ქალბატონებს ვთავაზობთ თმისა და ფრჩხილის მოვლის სრულ სპექტრს. აღსანიშნავია კოსმეტოლოგიური მომსახურება და უახლესი თაობის Hyper pulse-ის ჰიბრიდული აპარატით ფოტოეპილაცია, რომელიც სრულიად უსაფრთხოა, უმტკივნეულოა და გარანტირებული შედეგი აქვს.
ვიყენებთ საერთაშორისო ტოპ-ბრენდების პროდუქციას, გვყავს ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგებს. სწორედ ამიტომ შეგვიძლია საოცარი შედეგების მიღწევა. „ამეუსი“ ამაყად ამბობს თავის სიტყვას.
იმისათვის, რომ რომელიღაც კომპანიის სახე გავმხდარიყავი, ზუსტად უნდა მცოდნოდა, რომ მას ისეთივე მაღალი დონის სტანდარტი აქვს, როგორსაც მე თავად ვუყენებ საკუთარ თავს. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და პატივისთვის, A’Meus Woman A’Meus Barbershop.
რას ნიშნავს თქვენი სლოგანი – „თქვი შენი სიტყვა“?
„ამეუსი“ თავის სიტყვას ამბობს არა მხოლოდ სილამაზის სალონებით, არამედ გეგმავს, ახალი და თამამი სიტყვა თქვას სილამაზის სხვა სფეროებში და ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია.
სახელის შერჩევაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, გვინდოდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც სალონის იმიჯს ზუსტად გამოხატავდა. არჩევანი ლათინურ „აიომეუს“-ზე შევაჩერეთ, რაც ითარგმნება, როგორც „თქვი შენი სიტყვა“. ჩვენ უკვე ერთი წელია ვამბობთ საკუთარ სიტყვას სილამაზის ინდუსტრიაში, რომელიც დღითი დღე ძლიერდება.