22 წლის ბიზნესმენი და სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი - კაილი ჯენერი ამჯერად Vogue-ის ჰონგ-კონგის გამოცემისთვის პოზირებს. მან გადაღებისთვის Yves Saint Laurent-ის ლატექსის კაბა და უხეში დიზაინის ყელსაბამი მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ კადრებმა კიდევ ერთხელ მოიგო მისი გულშემატკივრის გული, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მას ზედმეტი ფოტოშოპისა და ბუნებრიობის სრულად დაკარგვისთვის აკრიტიკებენ, "Vogue-მა მთელი ნდობა დაგვაკარგვინა," - დაწერა ერთ-ერთმა გაღიზიანებულმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში.