ცნობილი ქართველი მოდელი - თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელებში უახლეს კადრებს აქვეყნებს, რომლებმაც ათასობით გულშემატკივარი აღაფრთოვანა. ფოტოსესიაში, რომლისთვისაც მისი მაკიაჟი იანა ბენდელიანმა შეარჩია, ხოლო შთამბეჭდავი კადრები ობიექტივში ფოტოგრაფმა სოფო პაპიაშვილმა ასახა, ცნობილი ლამაზმანი მოკლედ შეჭრილი თმით პოზირებს. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს მხოლოდ გადაღებისთვის შერჩეული იმიჯი, თუმცაღა ფაქტია, რომ ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა.