Asap Rocky-ს სახელით ცნობილ რეპერს საკმაოდ კარგად იცნობენ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაშიც და ამჟამად, ბრენდი, რომელმაც მასთან კოლაბორაცია გადაწყვიტა, რიანასი გახლავთ.
რაკიმმა Fenty Skin-ის უახლესი კოლექცია წარმოადგინა, რომლის მიზანიც კანის მოვლის ახალი კონცეფციის დანერგვა გახლავთ და როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში სქესი განმასხვავებელ როლს არ უნდა ირგებდეს.