ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ლოკაცია- სწორედ ასე აფასებენ ადგილს, რომელიც Jaquemus-მა უახლესი კოლექციის ჩვენებისთვის შეარჩია. ბრენდის ახალი კოლექციის ჩვენება ქალაქისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში გაიმართა, სადაც სოფლის სიმყუდროვე და მინდვრის ლაღი გარემო იდეალურად შეერწყმა ბრენდის მდიდრულ კონცეფციას.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ტინა კუნაკიც, რომელიც დიდი ხანია Jaquemus-თან თანამშრომლობს. მან დღისთვის წელს საკმაოდ აქტუალური ტოპი შეარჩია, რომელსაც ამავე ბრენდის ჩანთა შეუხამა.