MICHAEL Michael Kors-მა გამოაქვეყნა უახლესი სარეკლამო კამპანია ბელა ჰადიდის მონაწილეობით, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შედგა. "24 საათი ბელა ჰადიდთან ერთად ახალ ორლეანში" სწორედ ასე ეწოდა კრეატიულ ფოტოსერიას, რომლის ფარგლებშიც ბრენდის სამოსში გამოწყობილ მოდელს სულ რაღაც 24 საათი ჰქონდა ახალი ორლეანის ყველაზე საინტერესო ადგილების მოსანახულებლად. თვალი გადავავლოთ კიდევ ერთი წარმატებული კოლაბორაციის ამსახველ კადრებს: