7 ივლისს "თბილისი მოლში" ქალის სამოსის ახალი ბრენდის მაღაზია - IPEKYOL გაიხსნა. 170 კვადრატულ მეტრ ფართობზე წარმოდგენილია მოდის უახლესი ტენდენციებით შთაგნებული ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექცია. აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდის პირველი მაღაზიაა საქართველოში.
ცნობილ ბრენდს საქართველოში Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია Retail Group Georgia წარმოადგენს, ბრენდის ექსკლუზიური ფრენჩაიზ პარტნიორი, რომელიც დღესდღეობით ოპერირებას უწევს საქართველოში მოქმედ 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას.
“ახალი მაღაზიის თბილისი მოლში გახსნით ჩვენ მსოფლიოში ცნობილი კიდევ ერთი მოდის ბრენდი შემოგვყავს ქალაქის ერთ-ერთ უსაყვარლეს სავაჭრო ცენტრში. ახალი ბრენდის აღმოჩენით განსაკუთრებულ გამოცდილებას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ისინი შეძლებენ შეიძინონ თანამედროვე და მოდური სამოსი როგორც ყოველდღიური, ასევე განსაკუთრებველი შემთხვევებისთვის. დარწმუნებულები ვართ, იპეკიოლს კარგად მიიღებს ქართველი მომხმარებელი, რადგან იგი სრულად შეესაბამება მათ დახვეწილ გემოვნებას. მჯერა, მას ისევე შეიყვარებენ, როგორც უყვართ ჩვენი არაერთი ბრენდი. ამასთან ერთად, ახალი მაღაზიის გახსნით ჩვენ შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები, რაც ამ პოსტ-კრიზისულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია” - აცხადებს ეთერ გვარაძე, რითეილ გრუპ ჯორჯიას მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
IPEKYOL–ის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია თანამედროვე და ქალურ სილუეტებს მოდის მდგრად დეტალებს უხამებს. ელეგანტური ფორმები და ჰაეროვანი, მსუბუქი ქსოვილები ამ კოლექციის მთავარი მახასიათებლებია. სხვადასხვა დეტალით გაფორმებული კონტრასტული ფერები ცვლის მზითა და ზღვით შთაგონებულ ნეიტრალურ ტონებს. კოლექციაში კოსტიუმისა და შარვლის კომბინაციები განსაკუთრებით თვალში საცემია, თუმცა ბევრად უფრო ორგანულია ამ სეზონზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს. ყვითელის, ხაკისფერისა და აგურისფერის მრავალფეროვანი პალიტრა განსაკუთრებით დომინირებს და ცხელ სეზონს შეესაბამება. ჯინსის განსხვავებული ფორმის თანამედროვე მოდელები კოლექციას სასურველს ხდის ნებისმიერი შემთხვევისთვის. მწვანე ფერი მოკლე შარვლებსა და ზედებს ზაფხულის ტონალობებს აძლევს, გეომეტრიული პრინტით გაფორმებული კაბები და პერანგები, რომანტიული რუშები და ღია იისფერი ტონები კი ქალბატონების ჩაცმულობას გამორჩეულს გახდის. ჩაცმულობის სრულყოფისათვის სხვადასხვა ზომის ჩანთები, ორგანული ქსოვილებითა და აკრილის დეტალებით გაწყობილი აქსესუარები კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
IPEKYOL–ის ახალი მაღაზია მომხმარებლებს ელის ყოველ დღე 10:00-დან 22:00 საათამდე "თბილისი მოლის" პირველ სართულზე, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ.
2020 წლის ზაფხულის კოლექციის შეძენა 50%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.