ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა, სამოსის ფერი, ეს ის დეტალებია, რომლებიც პიროვნების ხასიათს უსიტყვოდ აღწერს. არ აქვს მნიშვნელობა, ხშირად უყურებთ თუ არა მოდის ჩვენებებს, დაინტერესებული ხართ თუ არა სეზონური ტენდენციებით, საკუთარი გარეგნობა და პირადი იმიჯი თითქმის ყველა ადამიანს განსაკუთრებულად აინტერესებს. მოდა ვითარდება, წლების განმავლობაში მოდის ტენდენციები იცვლება და იხვეწება, თუმცა გასული საუკუნის საკულტო ჩაცმულობები მაინც აქტუალურია. წარმოგიდგენთ 1970-იანი წლების გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან კაბებს, რომლებიც ამ სეზონზე ბევრი ადამიანისთვის გახდა სტილის ინსპირაცია.