ირინა შეიკი Max Mara-ს სათვალეების უახლესი კოლექციის სახე გახდა. ძველი მოდელებისგან განსხვავებით, ახალ დიზაინში "M" ინიციალი ფიგურირებს, რომელიც ბრენდისთვის არა მხოლოდ საკუთარი ბრენდის სახელწოდებასთან არის დაკავშირებული, არამედ ისეთ ქარიზმატულ სიტყვებთან ასოცირდება, როგორებიცაა მაგია და სხვა. თავად მოდელის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან კი, ირკვევა რომ ირინასთვის ის ყველაზე თბილ სიტყვასთან - დედასთან ასოცირდება, "M-ი დედიკოებისთვის,"- დაწერა მან.