Burberry-ის კრეატიული დირექტორი რიკარდო ტიში სოციალურ ქსელში ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც 34 წლის რუსი მოდელი ირინა შეიკი ბრენდის PreAW20 კოლექციისთვის პოზირებს. კამპანიისთვის გადაღებული ახალი ფოტოები "ბარბერის" ოფიციალური ინსტაგრამ გვერდიდანაც გავრცელდა. ფოტოგრაფი: Danko Steiner. ირინამ ფოტოსესიითვის ტყავის თრენჩი, ბრენდის Lolabag ჩანთა, bubblegum სტილის ვარდისფერი კაბა, ტყავის TB სტილის ჩანთა და B Motif სათვალეები მოირგო.