ფრანგული მოდის სახლის "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური და არაორდინალური დიზაინერი დემნა გვასალია, როგორც ყოველთვის კრეატიული და ინოვაციური იდეებით აგრძელებს საზოგადოების გაკვირვებას. Balenciaga-ს ახალი კამპანიის ვიდეოში მოდელები ატარებენ "აპოკალიფსური კოლექციის" სამოსს "ყველაზე შავი შოუდან" რაც კი აქამდე დიზაინერს შეუქმნია (დემნამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-ს ახალი 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა, შოუს გამორჩეული ელემენტებით, უზარმაზარი LED ეკრანის ჭერზე გამოსახული წინასწარმეტყველური ფიქრებით, ლავითა და ცეცხლით. კოლექცია, რომელშიც ჭარბობდა შავი ფერი, როგორც აღორძინების სიმბოლო, რომლითაც ყოველთვის მრავალფეროვანი სილუეტები იჭრება, ყველაფერი რაც კი მინიმალიზმს და კლასიციზმს უკავშირდება).
ახალი კამპანიის მთავარი გზავნილია: "Live To Love".